"წმ. ნიკოლოზის გზასთან" დაკავშირებით, მომლოცველებისთვის უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, 21 მაისს, "წმ. ნიკოლოზის გზასთან" დაკავშირებით, მომლოცველებისთვის უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი დანიშნა. ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნა, ავტობუსები ტიმოთესუბნის მონასტრისკენ მიმავალ მრევლს 09:30 საათიდან 11:00 საათამდე მოემსახურება. გასვლა მოხდება ქალაქის ცენტრალური მოედნიდან.

გამგებლის განმარტებით, ა(ა)იპ ბორჯომის „საზოგადოებრივი ტრანსპორტი“ მგზავრებს რელიგიურ და სახალხო დღესასწაულებზე მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ემსახურება.

„წმ. ნიკოლოზის გზა“ 2002 წელს, მეუფე სერაფიმეს ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით დაწესდა.

”მას შემდეგ მრევლი ყოველწლიურად, 21 მაისს, ფეხით გადის მანძილს ( 13 კმ-ს) ტიმოთეს უბნის მონასტრიდან წმ. ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრამდე. მრევლს წინ მიუძღვის სამღვდელო პირები, ხელში წმინდა ხატებით და საეკლესიო ბაირაღებით. ამასთან ერთად, მრევლი ლოცულობს ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.