CNN – 9 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

"შუასაუკუნეების არქიტექტურა, უძველესი კულტურა და საოცარი პეიზაჟები - საქართველო გასაოცარი ქვეყანაა",

- წერს CNN-ის ჟურნალისტი სტატიაში, რომელშიც იმ 9 მიზეზს ასახელებს, რის გამოც ყველამ უნდა მოინახულოს საქართველო.

1. თბილისის არქიტექტურა

დაკიდებული აივნები ძველი ქალაქის უბანში და სპარსული სტილის აბანოები თურქული მოზაიკით, უნიკალური არტ ნუვო შენობები ფუტურისტული შუშის ნაგებობების პირისპირ - ერთი სიტყვით, თბილისი შთაგონებების ქალაქია.

2. უშგული

ევროპის უმაღლესი სოფელი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე კავკასიურ მთებში მდებარეობს, რომელიც ოფიციალურად უმაღლესი დასახლებული ადგილია ევროპაში. უშგული ცნობილია შუასაუკუნოვანი თავდაცვითი კოშკებით, რომელიც თითოეულ სახლთანაა დაკავშირებული.

3. ღვინის სამშობლო

როდესაც ღვინის წარმომავლობაზე ვფიქრობთ, გვახსენდება საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი ან სპარსეთი, მაგრამ სინამდვილეში საქართველო ერთ-ერთი უძველესი ღვინის რეგიონია. 2003 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ აქ ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ მზადებოდა ღვინო.

4. მისტიკური გამოქვაბული ქალაქები

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური გამოქვაბულებია მთელ ევროპაში. მარტო ამის გამო ღირს საქართველოს მონახულება. უძველესი გამოქვაბული ქალაქებია უფლისციხე, მთა გარეჯა და ვარძია, მიწისქვეშა ქალაქი, სადაც ადრე 2 000 ბერი ცხოვრობდა.

5. ტრადიციული ქართული სუფრა

საუკეთესო გზა ქვეყნის შესაცნობად მისი სამზარეულოა. თუ ქართულ სუფრაზე არ ყოფილხართ, საქართველოს არ იცნობთ. ყველაზე ცნობილი ქართული კერძი ხაჭაპურია, რომელსაც მრავალი სახეობა აქვს, მათ შორის ყველაზე პოპულარულია აჭარული ვარიანტი.

6. განცალკევებული მთის სოფლები

ხევსურეთისა და თუშეთის მოწყვეტილი რეგიონები კავკასიის მთებში საოცარი შუასაუკუნოვანი სოფლების სამშობლოა. აქაურები ისევ ინარჩუნებენ უძველეს ტრადიციებს. იქაურობა ისე გამოიყურება, როგორც ტოლკინის ნაწარმოებების პეიზაჟები.

7. ევროპის ყველაზე წარმოუდგენელი მუზეუმი

იმისთვის, რომ იოსების შესახებ გაიგოთ, სტალინის მუზეუმს უნდა ეწვიოთ მის მშობლიურ ქალაქ გორში. სტალინის სახლ-მუზეუმში წარმოუდგენელი სანახაობა დაგხვდებათ და ისტორია თქვენს თვალწინ გაცოცხლდება.

8. ლამაზი, უძველესი ეკლესიები

საქართველომ ქრისტიანობა 324 წელს მიიღო, შესაბამისად ქვეყანაში დიდი რაოდენობითაა ულამაზესი ეკლესიები და ტაძრები.

9. ხალხი და ქართული სტუმარმასპინძლობა

ქართველები ძირითადად კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხია. მათთვის სტუმარი წმნიდაა და ყველაფერს იზამენ თქვენს დასახმარებლად. ქართველების სტუმართმოყვარეობა და ხელგაშლილობა ზღვარგადასული ჭამა-სმით გამოიხატება ხშირად. როგორც ისინი ამბობენ, ”გაუმარჯოს”!