ნოდარ ხადური - ონლაინ სესხებთან დაკავშირებული საკითხის ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება

ონლაინ სესხებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკს გარკვეული რეგულაციები აქვს მომზადებული. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, აღნიშნული რეგულაციების განხილვა მოხდა ფინანსთა სამინისტროში, ეკონომიკურ საბჭოში, ასევე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან.

“ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში მოხდება საკითხის ინიცირება. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ ყველა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს ღია პოტენციური მსესხებლისთვის”, - განაცხადა ხადურმა.