თელავში შშმ პირთათვის პარკირების ადგილები გამოიყოფა

თელავში შშმ პირთათვის პარკირების ადგილები გამოიყოფა, - აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მიიღო.

როგორც საკრებულოს სხდომაზე სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ზაქაიძემ განაცხადა, ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც პარკირება მოქალაქეთათვის ნებადართული იქნება სპეციალური ნიშნით გამოიყოფა ადგილები, სადაც ავტომანქანების გაჩერება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეძლებათ.

აღნიშნული ინიციატივით ქალაქის მერიას თელავის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა საკრებულოს სხდომის დაწყებამდე მიმართეს.