ლარი მცირედით გამყარდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1460 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1460 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1470 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმართებაში, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4067 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4057 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.