როგორ უნდა მოხდეს ონლაინკაზინოების სფეროს რეგულირება?

როგორ უნდა მოხდეს ონლაინკაზინოების სფეროს რეგულირება - არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლებასთან კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ. მთავარ პრობლემად ონლაინთამაშების ვებგვერდებზე არსებული რეგისტრაციის სისტემა სახელდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" აცხადებენ, რომ აუცილებელია, რეგისტრაციისას მითითებული მონაცემების გადამოწმება ხდებოდეს. ამასთან, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკები უნდა გაითვალისწინოს და აზარტულ თამაშებში ჩართული მხარეების ფინანსურ ტრანზაქციებზე უფრო ეფექტიანი კონტროლი განახორციელოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე