დიმიტრი ქუმსიშვილი - სამწუხაროდ, საქართველოში თვითდასაქმებულები თავს დასაქმებულებად მაინცდამაინც არ თვლიან

სამწუხაროდ, საქართველოში თვითდასაქმებულები თავს დასაქმებულებად მაინცდამაინც არ თვლიან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Palitranews-ის ახალ პროექტში „ჩემი კითხვა” განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2012 წელს, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, 300 ათასი უმუშევარი იყო, დღეს კი ეს ციფრი 254 ათასზე ჩამოვიდა. ”საქართველოში მილიონზე მეტი თვითდასაქმებულია და სამწუხაროდ, ისინი თავს დასაქმებულებად მაინცდამაინც არ თვლიან.

300 ათასი დაუსაქმებლიდან ჩვენ ჩამოვიყვანეთ 254 ათასზე და აქ მოხდა სტრუქტურული ცვლილება. ანუ, თვითდასაქმებულების რაოდენობა შემცირდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, სადღაც 14 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა საჯარო სექტორში და 60 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა კერძო სექტორში, რაც ძალიან კარგია”, - განაცხადა ქუმსიშვილმა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ 250 ათასი ოჯახი, რომელსაც სამსახური არ აქვს, ძალიან დიდი რიცხვია.