რომელ ქვეყნებში მოიხმარენ ყველაზე მეტ ალკოჰოლს

მსოფლიოს მასშტაბით 2015 წელს ალკოჰოლის გაყიდვები შემცირდა. ანალიტიკოსების თქმით, მთავარ ეკონომიკურ ბაზრებზე შექმნილი არასახარბიელო ვითარება ადამიანებს უბიძგებს, უარი თქვან ალკოჰოლზე.

თუმცა, ამ დრომდე მსოფლიოში ალკოჰოლის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი კვლავ ჩინეთია, სადაც ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის მოცულობა გასულ წელს, 3,5%-ით შემცირდა, რაც ეკონომიკურ დაღმასვლას უკავშირდება.

ბრაზილიასა და აღმოსავლეთ ევროპაში კი მოხმარება 2,5%-ით და 4,9%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია. ამას პოლიტიკური კრიზისიც ემატება. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, ამ რეგიონში ალკოჰოლის გაყიდვებზე უარყოფითად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი აისახა.

განაგრძეთ კითხვა