მელინდა გეიტსი - მიეცით ქალებს განათლება და ისინი შეცვლიან მსოფლიოს

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეტსი ეკონომიკაში ქალის როლზე, ქველმოქმედებასა და მსოფლიოში საჭირო ცვლილებებზე საუბრობს.

ვფიქრობ, ქველმოქმედება მხოლოდ ფულს არ გულისხმობს. ქველმოქმედება ის რესურსების მსოფლიოს სასარგებლოდ გამოყენებაა, რომელიც გაგაჩნია.

როდესაც ჩვენ ინვესტირებას ქალებში ვახდენთ, ჩვენ ამით ინვესტირებას ვახორციელებთ ადამიანებში, რომლებიც მომავალში განახორციელებენ ინვესტირებას სხვებში.

ერთი შეხედვით, ჩვენ დიდი ქონება გვაქვს, თუმცა იმ ჩვენი პროექტების რაოდენობად გადახადევათ, აღარ იფიქრებთ, რომ დიდძალი ქონება გვაქვს.

თუ გლობალური ცვლილებები გინდათ, დაიწყეთ სოფლებით. მიეცით ქალებს განათლება და ისინი შეცვლიან მსოფლიოს.

მონაზვნებმა მასწავლეს, რომ მსოფლიოს შეცვლა ერთ ადამიანსაც შეუძლია.

თუ თქვენ წარმატებული ხართ, გახსოვდეთ, რომ ერთ დროს ვიღაცამ ცხოვრება გაჩუქათ ან გიუბიძგათ იდეის განხორციელებისკენ. გახსოვდეთ, რომ ვალდებული ხართ, დაეხმაროთ თქვენზე ნაკლებად წარმატებულს ისე, როგორც ერთ დროს თქვენ დაგეხმარნენ.

ყოველთვის ვეუბნები ჩემს გოგონებს, რომ უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრი და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ამ მხრივ მათთვი მაგალითი მე უნდა ვყოფილიყავი.

ოპტიმიზმი ჩემთვის არ არის პასიური მოლოდინი, რომ ოდესღაც ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის რწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ვითარებაში დავეხმაროთ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც იმედი დაკარგა.

როდესაც ყველა ამერიკელს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ახალშობილ შვილთან ერტად სახლში იჯდებას და ფინანსებზე არ ფიქრობდეს, ჩვენ ქვეყანა უფრო ჯანსაღი, ბედნიერი და პროდუქტიული იქნება.

განათლება - ეს არის გზა თანასწორი შესაძლებლობებისადმი.