აშშ ვიეტნამისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვაზე დაწესებულ ემბარგოს მოხსნის

აშშ ვიეტნამისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვაზე დაწესებულ ემბარგოს მოხსნის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ვიეტნამში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.

„აშშ სრულად მოხსნის ვიეტნამისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვაზე დაწესებულ აკრძალვას, რომელიც დაახლოებით 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა“, - განაცხადა ობამამ თავის კოლეგა ჩაი დაი კუანგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ვიეტნამის წინააღმდეგ დაწესებული სამხედრო ემბარგო 1984 წლიდან მოქმედებს.

ვიეტნამში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიაში გაემგზავრება, სადაც 26-27 მაისს ”დიდი შვიდეულის” სამიტს დაესწრება.