ბიზნესსექტორი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონის წინააღმდეგ

ბიზნესსექტორი მიიჩნევს, რომ "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის არსებული სახით მიღება დაუშვებელია. ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები ბიზნესს ოპერირებას გაურთულებს, მომხმარებლისთვის კი პროდუქცია გაძვირდება. კერძო სექტორი პარლამენტს მოუწოდებს, ცვლილებებთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოს. ანალოგიურია ბიზნესომბუდსმენის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონპროექტით მომხმარებელს უფლება აქვს, შეძენილი პროდუქცია 7 დღის განმავლობაში დააბრუნოს და გადახდილი თანხა უკან მიიღოს. დისტანციური და ქუჩაში დადებული ხელშეკრულებების შემთხვევაში კი ეს ვადა 14 დღეს შეადგენს. კანონპროექტი მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებასაც ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე