ბორჯომში გამწვანების სამუშაოები გრძელდება

ბორჯომში გამწვანების სამუშაოები გრძელდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამჯერად ქალაქის გასალამაზებლად 4 000-ზე მეტი გაზაფხული-ზაფხულის ერთწლოვანი ყვავილი შეიტანეს.

”სალვიას, პეტუნიას, ინპატიენსისა და ტაგეტისის ნერგები ქალაქის მთავარ ქუჩებზე არსებულ თარგებში, პარკებსა და სკვერებში განაწილდება.

ყვავილების დარგვის პროცესში უშუალოდ არიან ჩართულები ა(ა)იპ “გამწვანება 2012“-ის თანამშრომლები.

ინიციატივა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიას ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბორჯომში გამწვანების რამდენიმე აქცია ჩატარდა, რომლის დროსაც ადგილობრივი დაფინანსებით, 150 მეტი ხე-მცენარე დაირგო”, - ნათქვამია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.