ჩუღურეთის რაიონში 30 ეზოში ასფალტის საფარი დააგეს

ჩუღურეთის რაიონში, მეუნარგიას ქუჩაზე ე.წ.სამხედრო დასახლებაში შიდა კვარტალური გზებისა და ეზოების მოასფალტება მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის გზის შეკეთება დასრულდა მეუნარგიას N68, N69, N73 და N72-ში მდებარე ეზოებში, კვირის ბოლოს კი გზის მოასფალტება დარჩენილ ორ ეზოში დასრულდება.

როგორც მერიაში განმარტავენ, მეუნარგიას ქუჩაზე სულ 2500 კვ.მ გზის საფარი დაიგება, ასევე დასრულდა 1000 კვ.მ გზის საფარის დაგება მარუაშვილის N50-ში.

”გზის საფარის მოწესრიგება აღნიშნულ მისამართებზე ითვალისწინებს ახალი ბორდიურების მონტაჟს, ტროტუარების მოასფალტებასა და საკომუნიკაციო ჭების გზის ნიშნულამდე მიყვანას.

ჩუღურეთის რაიონში, ამ დროისთვის 30 ეზოში, 15 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგო, წლის ბოლომდე კიდევ 50 ეზოშია დაგეგმილი ასფალტის ახალი საფარის დაგება”, - აცხადებენ მერიაში.