საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებამ საფინანსო სექტორს პრობლემები შეუქმნა

საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებამ საფინანსო სექტორს უკვე შეუქმნა პრობლემები. ბიზნესომბუდსმენის გიორგი გახარიას განცხადებით, საბანკო სექტორის მხრიდან უკვე დაფიქსირდა მიმართვები გამოსახლების პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. გახარიას თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებების დაგვიანების გამო გამოსახლების მექანიზმები დროულად ვერ ხორციელდება. ბიზნესომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულმა საკითხმა გრძელვადიან პერიოდში გავლენა საპროცენტო განაკვეთებზეც მოახდინოს. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე