ალიევი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ euroline.ge წერს.

”20 წელზე მეტია, რაც სომხეთი აზერბაიჯანელების ეთნიკურ წმენდასა და გენოციდს ახორციელებს. მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება,” – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სტამბოლში, მსოფლიოს ჰუმანიტარულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთი კვლავ განაგრძობს შეტევების განხორციელებას მშვიდობიან მოსახლეობაზე.

“სომხეთმა უნდა შეასრულოს რეზოლუციის პირობები ან მას სანქციები უნდა დაუწესდეს,”- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=7817