"არ მგონია, "ფილიპ მორისი" უკმაყოფილო იყოს" - უმსხვილესი დისტრიბუტორის "ჯიდი ჯგუფის" დამფუძნებელი

კომპანიის სამომავლო გეგმებზე საკვები პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი დისტრიბუტორი "ჯიდი ჯგუფი" ბიზნესს აფართოებს. ჰოლდინგის დამფუძნებელმა გოჩა დარჩიაშვილმა კომპანიის სამომავლო გეგმებზე PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონაში" ისაუბრა. თამარ მეფის გამზირზე "ჯიდი ჯგუფის" პირველი სასტუმროს მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება. მსხვილ ჰოლდინგს საინვესტიციო გეგმები აქვს ჰიდროენერგეტიკაშიც. ამასთან, "ჯიდი ჯგუფმა" "ომეგა" ჩაანაცვლა და "ფილიპ მორისის" თამბაქოს პროდუქციის დისტრიბუციას უკვე ერთი თვეა ახორციელებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე