ე.წ.სამხრეთ ოსეთის ”ხელისუფლების” გადაწყვეტილებით, 25 მაისს ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტები დაიკეტება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, 25 მაისს ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტები დაიკეტება.

ცხინვალში აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასკოლო პროცესის დასრულებას უკავშირებენ, რა დროსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები იქნება გაძლიერებული.

ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა 26 მაისიდან იქნება შესაძლებელი.