წარმატებული ადამიანების რჩევები სკოლის კურსდამთავრებულებს

გამოცემა Time ისეთი წარმატებული ადამიანების რჩევებს სთავაზობს ახალგაზრდებს, ვინც ახლახან დაამთავრეს სკოლა, როგორებიც ბარაკ ობამა, მადლენ ოლბრაიტი და მაიკლ ბლუმბერგი არიან.

ბარაკ ობამა: მიზნად დაისახეთ უკეთესი და არა - სრულყოფილი

”უნდა იყოთ შეუპოვარი. წარმატება კი, რამდენადაც პატარა არ უნდა იყოს, მაინც წარმატებაა. ჩემს ქალიშვილებს სულ ვეუბნები, კარგი უკეთესია. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ იყოს, მაგრამ კარგია. ასე ხდება პროგრესი საზოგადოებაშიც და ჩვენს ცხოვრებაშიც.” 

მადლენ ოლბრაიტი: გაიფართოვეთ ჰორიზონტები

”ჩემი თხოვნა იქნება, მეტი ისწავლოთ. სწავლა ნიშნავს არსებობის არეალების კვლევას, იმ ადგილების, რომლებსაც არ იცნობთ. იმის ნაცვლად, რომ უსმინოთ იმ ადამიანებს, ვისი აზრებიც მოგწონთ, შეისწავლეთ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გაბრაზებენ.”

იბუ პატელი: არ შეგეშინდეთ კურსიდან გადახვევა

”მე არ გეტყვით, რომ ცხოვრებისეული გეგმები სანაგვეზე მოისროლოთ. მე გარწმუნებთ, რომ თქვენი საუნივერსიტეტო განათლება გაძლევთ მანევრირების საშუალებას. დაისახეთ მიზანი და მიაღწიეთ. თუმცა თუ გზას აცდით, ეცადეთ ახალი კუთხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე.”

ენ-მარი სლოტერი: იამაყეთ სხვების მიღწევებით

"გაიზრდებით, ისწავლით და განვითარდებით სხვებში ისევე ინვესტირებით, როგორც ერთ დროს საკუთარ თავში ახდენდით ინვესტირებას. ამით საკუთარი თავის ახალ მხარეს აღმოაჩენთ”.

მაიკლ ბლუმბერგი: იფიქრეთ ”ჩვენზე”

”წარმატების საიდუმლო ძლიერ მუშაობასთან ერთად, სხვებზე საკუთარი თავივით ზრუნვაა.”

არიანა ჰაფინგტონი: შეწყვიტეთ დაღლილობის დაფასება

”ყოველდღიურად ეცადეთ მეტი დაისვენოთ და იძინოთ. შეცვალეთ სასაუბრო ენაც. ორივე ცვლის სამყაროს ღირებულებებს. თუმცა, ირგვლივ უძილობა და გადაღლილობა სუფევს. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს”.

მაჰერშალა ალი: იყავით მომთმენი

“არ არსებობს ზუსტი უნარები, რომელიც წარმატებას თითის ერთ გატკაცუნებაზე მოგიტანთ. უნდა ვიყოთ შემწყნარებლები, გავიღოთ მსხვერპლი და მოვემზადოთ განსაცდელისთვის.”