კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ამოქმედდა

დღეს კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ამოქმედდა.

სეტყვასაშიში ღრუბლების დასაშლელად დილით თელავში 50 რაკეტის გასროლა განხორციელდა.

როგორც კომპანია ,,დელტაში“ ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, სისტემა ჯერ კიდევ არ მუშაობს სრული დატვირთვით.

,,დღევანდელი გასროლის შედეგად გარკვეული უბნების დამუშავება მოხერხდა, რაღაც ნაწილი მაინც დაისეტყვა, თუმცა მასშტაბი მოსალოდნელთან შედარებით გაცილებით მცირე იყო. სისტემა სრულად თვის ბოლოს დაიტვირთება. ”-აღნიშნა „დელტას“ წარმომადგენელმა გიგა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სეტყვის შედეგად, მაისში კახეთის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე