დიმიტრი ქუმსიშვილი - ”კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაში” გაწერილია ქმედებები, რომელიც სხვადასხვა შტომ უნდა განახორციელოს

„საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაში” გაწერილია ის ქმედებები, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა შტომ უნდა განახორციელოს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობის სხდომაზე იქნა გატანილი, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროებმა და ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავეს.

”სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მასში გაწერილია დეტალურად, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს ხელისუფლების სხვადასხვა შტომ იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, შედეგს მივაღწიოთ. იქვე გაწერილია კონკრეტული შედეგები გამოსახული ფიცრებში. მაგალითად, დღეს თუ ჩვენ გვაქვს ობლიგაციების ბაზარი რაღაცა მოცულობის, რამდენი გვინდა, რომ ეს ობლიგაციების ბაზარი იყოს 2018 წელს, 2020 წელს. მერწმუნეთ, რომ ზრდა 50% და ხშირ შემთხვევაში 100%-ია. ასეა ჩაშლილი პრაქტიკულად ყველა პუნქტი, რაც ფასიან ქაღალდებს ეხება. პირველი ქმედებები 5 წელიწადზეა გაწერილი. ბევრი სამუშაოა ამის მისაღწევად და მე იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.