რატომ არ გაიაფდა საწვავი ლარის გამყარების მიუხედავად? - ექსპერტების ანალიზი

ლარის კურსის გამყარების ფონზე, საწვავის ფასების თემა კვლავ გააქტიურდა. როგორც "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში" აცხადებენ, ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის 15%-იანი გამყარების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი რამდენჯერმე გაძვირდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ იმპორტიორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდა ხელოვნურად ხდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში კი აცხადებენ, რომ საწვავის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ფასების მნიშვნელოვან ცვლილებას უკავშირდება და ლარის გამყარება მოკლევადიან პერიოდში ფასების შენარჩუნებას ვერ გამოიწვევდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე