როგორი იქნება შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი (+ ვიდეო)

ურეკის მახლობლად (შეკვეთილში) მშენებარე საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA 2016 წლის ივნისში დასრულდება.

საკონცერტო დარბაზი 10 000-მდე მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დარბაზის პარკირების ზონა 2000-მდე ავტომობილს დაიტევს.

საზაფხულო ამფითეატრ-დარბაზის მშენებლობა 2008-09 წლებში ფონდ "ქართუს" ინიციატივით დაიწყო. პროექტში ფონდმა "ქართუმ" 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ავტორი: თამარ კორკოტაშვილი

PALITRATV.GE