რატომ ჭიანურდება ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება?

"ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ" კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს ამ დრომდე არ დაბრუნებია. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თემურ მაისურაძის განცხადებით, მთავრობას ერთი მუხლი, ანტიდემპინგური მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ნუსხა უნდა დაემატებინა, თუმცა კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში ჯერჯერობით არ დაბრუნებულა. ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქონლის დემპინგურ იმპორტზე სპეციალური ტარიფის შემოღებას ითვალისწინებს. ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი წარმოების დაცვის პროცესში იმპორტიორებს ხელოვნური ბარიერები არ უნდა შეექმნათ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე