შაორის ტბასთან 4 მაღალი კლასის სასტუმროსა და იახტ კლუბების მშენებლობა იგეგმება

არაბული კომპანია „ისრაელ ახმადოვ ინვესთმენტი“ შაორის ტბის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გეგმავს, რომელშიც 500 მილიონი დოლარის ინვესტირებას მოახდენს.

გრანდიოზული პოექტის განხორციელებას კომპანია თავის არაბ და ევროპელ ინვესტორებთან ერთად აპირებას.

როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, პროექტის ფარგლებში შაორში 4 სხვადასხვა - 300, 400, 500 და 600-ადგილიანი სასტუმრო, რამდენიმე რესტორანი, მათ შორის ქართული, არაბული, იაპონური, ამერიკული და ფრანგული, 2 იახტ-კლუბი, გოლფ-კლუბი, ბავშვთა გასართოები მოედნები, სპა და ფიტნესცენტრი, აკვა პარკი და კოტეჯები აშენდება.

კომპანიის ინფორმაციით, რაჭაში პროექტის საბოლოო განხორციელების მიზნით მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ისრაელ ახმადოვ ინვესთმენთი“ საქართველოში რამდენიმე პროექტს უკვე ახორციელებს. კომპანია ზუგდიდთან ახლოს საკონსერვო ქარხანას აშენებს, მომავალში კი სენაკში აეროპორტის მშენებლობას გეგმავს.

ქრისტინე გამთენაძე