ბორჯომში 26 მაისს უფასო მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს

26 მაისს, ბორჯომში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, შიდა საქალაქო ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ავტობუსები მთელი დღის განმავლობაში, დადგენილი განრიგით მოემსახურება მგზავრებს ახალი უბნის, ყვიბისის, არდაგნისა და ლიკანის მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, უფასო რეისები შესრულდება ტიმოთესუბნის მიმართულებითაც.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ა(ა)იპ ბორჯომის „საზოგადოებრივი ტრანსპორტი“ მგზავრებს რელიგიურ და სახალხო დღესასწაულებზე მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ემსახურება.