ნავთობის ფასი 50 დოლარს გადასცდა

6 თვის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასი 50-დოლარიან ნიშნულს გადასცდა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 0,60%-ით გაიზარდა და ბარელზე 50,04 დოლარი შეადგინა.

0,56%-ით გაიზარდა აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი, რომელიც ბარელზე 49,84 დოლარამდე გაიზარდა.

ანალიტიკოსთა განცხადებით, ნავთობის ფასის ზრდა „შავი ოქროს“ წარმოების შემცირებამ განაპირობა. კანადაში ნავთობის მოპოვება დღეში თითქმის მილიონი ბარელით შემცირდა, ნიგერიაში კი 1,4 მილიონი ბარელით.