მსოფლიოს კრეატიული ოფისები (ფოტო)

დახურული სივრცე და დაძაბული გარემო - სწორედ ასე ატარებს ცხოვრების უმეტეს ნაწილს ბევრი ჩვენგანი.

დიახ, სწორედ ოფისზე გვაქვს საუბარი. ჩვეულებრივი, სტანდარტული ოფისი ხომ ასეთია, თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, არსებობს არაჩვეულებრივი ოფისებიც. გაგაცნობთ 9 ყველაზე მაგარ ოფისს მთელ მსოფლიოში.

Selgas Cano

წარმოიდგინეთ, რომ მუშაობთ მადრიდის ერთ-ერთ არქიტექტურულ ფირმაში, კერძოდ, Selgas Cano-ში. იცით, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ასრულებთ ნახაზებს და აკეთებთ საბუთებს ხეების ჩრდილქვეშ, მზე სასიამოვნოდ გათბობთ და ირგვლივ ჩიტების საამური ჟღურტული ისმის. თქვენ უშუალოდ ბუნებაში მოგიწევთ მუშაობა.

ხოსე სელგასმა და ლუსიო კანომ საკუთარი ოფისისთვის უჩვეულო ატმოსფერო შექმნეს. არ არის აუცილებელი, რომ სამსახურმა გარე სამყაროს, ბუნებას მოწყვიტოს ადამიანი. ბუნება ხომ ადამიანს ეხმარება, უფრო პროდუქტიული იყოს.

Jump Studio

Jump Studio-მ ლონდონში მდებარე Red Bull-ის ოფისს განსაკუთრებულად მოაწყო. ამ ენერგეტიკული სასმელის ენერგია მომუშავე პერსონალს უფრო აქტიურად და ენერგიულად მუშაობაში დაეხმარება.

ოფისი სამსართულიანია. აქვს დიდი, ფართო სახურავი, შეკიდული კიბე და ატრაქციონი. მეტი რა გინდათ, ოფისს აქვს ატრაქციონი, ამით ყველაფერია ნათქვამი.

Pallotta Teamworks

გამოთქმა, ამის ზემოთ მხოლოდ ცაა, ლოს-ანჯელესის ამ ოფისზეა მორგებული. სულ რაღაც 2-მილიონიანი ბიუჯეტით კომპანიამ მოახერხა მეტად ორიგინალური, განუმეორებელი ატმოსფეროს შექმნა. საბოლოოდ ოფისი განთავსდა საწყობში, რომლის ფართიც არის 4366 კვ.მ. ერთი კვადრატული მეტრის ფასი 40 დოლარს უდრის, ეს კი სტანდარტულ ფასზე ორჯერ ნაკლებია.

Innovation Imperative

ეს პატარა ოფისი იტევს 2 ადამიანს და ორ მაგიდას. ასეთი გასაშლელი ოფისები შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ ადგილას, მაგალითად, ტყის შუაგულში. ამ ოფისების ფასი დაბალი არ არის, თუმცა გამომდინარე მისი ეფექტურობიდან, ამად ღირს.

Google-ის ოფისი ციურიხში

ალბათ არავის გაკვირვებია ამ სიაში Google-ის ოფისის მოხვედრა. ეს ოფისი იდეალური ადგილია კონფერენციისთვის ლანჩის დროს.

კომპანიის თანამშრომლებს სურდათ ჰქონოდათ ოფისი, რომელიც იქნებოდა

მრავალფუნქციური და რომელიც ასევე უბიძგებდა მომსახურე პერსონალს კრეატივისკენ. როგორც ხედავთ, მათ ასეთი ოფისი მიიღეს.

ოფისი სათამაშოებით

ძალიანაც რომ გაწუხებდეთ ოფისის დახშული სივრცე, ეცადეთ თქვენი სამუშაო ადგილი ორიგინალური გახადოთ, როგორც ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთი ოფისის თანამშრომელმა გააკეთა, აქ ძალიან უნდა მოინდომოთ, ტელეფონი მაინც რომ იპოვოთ.

Inventionland

პენსილვანიის შტატში, პიტსბურგში მდებარობს ოფისი - საოცრებათა ქვეყანა. მისი ფართობი 5667 კვადრატული მეტრია. ეს ალბათ მსოფლიოში ყველაზე ექსცენტრიული ოფისია.

Open Systems

მინიმალისტური თანამედროვე ოფისი დაპროექტდა შვეიცარიაში. აქ თავისებური ატმოსფერო სუფევს. ეს კომპანია შედგება იდენტური პატარ-პატარა ყუთებისგან. ყველა შუშის კედელი შეიძლება დაიშალოს და გადატანილ იქნას სხვაგან.

იხილეთ ფოტოგალერეა