დიმიტრი ქუმსიშვილი - საჰაერო ცის დაზღვევის შედეგად ზარალი სახელმწიფოზე აღარ გადმოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, რა სარგებელი აქვს საჰაერო სივრცის შესახებ დაზღვევას.

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უბედური შემთხვევა არ მოხდეს, მაგრამ უბედური შემთხვევის დროს, ზარალი, რომელიც გადმოვიდოდა პირდაპირ სახელმწიფოზე, სახელმწიფოზე აღარ გადმოვა და იქნება სადაზღვევო კომპანიების მიერ ასანაზღაურებელი.

„მეორე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ევროკონტროლის წევრი ვართ. ევროკონტროლის წესებიდან გამომდინარე, 41 წევრი ქვეყნიდან 40-ს ჰქონდა ეს დაზღვევა, ჩვენი ვალდებულება იყო, რომ აღნიშნული დაზღვევა გვქონოდა. მესამე სარგებელი ის არის, რომ როდესაც ცა დაზღვეულია, გადამცემი ამას, რა თქმა უნდა, უყურებს, რადგან იცის, რომ თუ რამე მოხდა, ცა არის დაზღვეული“, - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს საჰაერო ნავიგაციასა და სადაზღვევო კომპანია ”უნისონს” შორის შესაბამისი ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე