რობი უილიამსი „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს

მომღერალი რობი უილიამსი დღეს, ”დინამო არენაზე” კონცერტს გამართავს.

”ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული. ამას ძალიან ველოდები. გთხოვთ იყავით კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ, მე თქვენი სიყვარული მჭირდება. მე ვიცი კარგი პუბლიკის ფასი”, – განაცხადა რობი უილიამსმა 2 დღის წინ თბილისში ჩამოსვლისას.

მსოფლიო ვარსკვლავი თბილისში პროექტ ”Check in Georgia”-ს ფარგლებში იმყოფება.