თბილისში რობი უილიამსის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

ბრიტანელი მომღერლის, რობი უილიამსის კონცერტმა დინამო არენაზე სრული ანშლაგით ჩაიარა. მუსიკოსი მსმენელის წინაშე გრანდიოზული შოუთი წარდგა.

უილიამსმა სცენაზე პირველი Let Me Entertain You შეასრულა. ის სცენიდან თაყვანისმცემლებს გაესაუბრა და თხოვნით მიმართა, თუ მისი კონცერტი მოსწონთ, სიმღერაში აჰყვნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე რობი უილიამსის ყველასათვის ცნობილი ჰიტები შესრულდა. ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი აღმოჩნდა სცენაზე მომღერლის მამის გამოჩენა. რობი უილიამსმა ასევე ქართველ გოგონას დაჩოქილმა უმღერა.

„სთეიჯ დიზაინ გრუპის“ წარმომადგენლები შოუსთვის სცენას რამდენიმე დღის განმავლობაში აწყობდნენ. მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა.