ესპანელმა გოგონამ Zara ორჯერ აიძულა, ბრენდის პოლიტიკა შეეცვალა

ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ანა რიერა ესპანეთში, Zara-ს ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა, დააკვირდა მანეკენებს და თავისთვის აღნიშნა: მათი ფეხები გოგონას ხელზე წვრილია. ცხადია, კომპანია გამხდარ მანეკენებს მარკეტინგული მიზნებისთვის იყენებდა, ასე მათი საქონელი უკეთ გამოიყურება. ამასთან, ჯგუფის Inditex მაღაზიები იყენებენ სარკეებს, რომლებიც ადამიანის გამოსახულებას მეტად მოხდენილს აჩენს.

აღშფოთებულმა ანამ საიტზე Change.org პეტიცია გამოსცა, სადაც მანეკენების შეცვლას მოითხოვდა არამხოლოდ მაღაზიაში Zara, არამედ, ჯგუფის სხვა მაღაზიებშიც: Straparius, Berskha, Oysho, Pull and Bear. გოგონა მოითხოვდა რეალისტური, არაანორექსიული გარეგნობის მანეკენების განთავსებას.

რამდენიმე კვირაში პეტიციას 111 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. Inditex-ის მარკეტინგულმა განყოფილებამ განაცხადა, რომ ყველა მოდელი ”ჯანმრთელი ადამიანის” განსახიერებაა და არ შეჰყავს მომხმარებელი შეცდომაში. მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანის მოთხოვნა გაითვალისწინა - მანეკენები შეიცვალა.

1 წლის შემდეგ რიერამ ახალი პეტიცია ”გამოაცხო” Zara-ს წინააღმდეგ. ამჯერად, მოთხოვნით, რომ კომპანიამ Inditex გამოუშვას XXL ზომის ტანსაცმელი.

”მსურს, რომ კომპანიებმა შეკერონ ტანსაცმელი ადამიანებისთვის, და არა სტერეოტიპებისთვის. მაგალითად, დედაჩემი ჯანმრთელი ქალია, ვარჯიშობს და კარგად გამოიყურება. მაგრამ ხშირად მისთვის პრობლემას წარმოადგენს Zara-ს მაღაზიაში საჭირო ზომის ტანსაცმლის პოვნა. მწარმოებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქალები, რომლებიც 46 ზომას ატარებენ, მსუქნები არ არიან”, - აღნიშნა ანამ.

როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც რიერას უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. კომპანია Zara-მ განაცხადა, რომ წავლენ დათმობაზე და უახლოეს მომავალში დაამზადებენ XXL ზომის ტანსაცმლის სერიას.

ანა რიერა გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს გავლენა იქონიოს დიდი კომპანიის პოლიტიკაზე. Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, კომპანია Inditex 310-ე ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრეს კომპანიათა შორის, მისი დამფუძნებელი, ომანსიო ორტეგა კი მეორე ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 71 მილიარდი დოლარით.

დუდანა ზაქარაია