ბუნებრივი რეკლამა - ინტერნეტ რეკლამის მომავალი

მსოფლიო სარეკლამო ბაზარზე დღითიდღე იზრდება ბუნებრივი რეკლამის (Native Advertising) პოპულარობა.

ბუნებრივი რეკლამა ეს არის რეკლამა, რომელიც მომხმარებელს მისთვის საინტერესო კონტენტის სახით მიეწოდება და ყოველთვის იქ „ელოდება“ მომხმარებელს, სადაც ეს უკანასკნელი საჭირო და საინტერესო ამბავს ეძებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი რეკლამის პოპულარობა ბოლო წლებშია საგრძნობლად მზარდი, რეკლამის ამ სახეობას ჯერ კიდევ წლების წინ მიმართავდნენ ტელევიზიები თუ რადიოები და რეკლამისდამკვეთთან ინტერვიუს სახით აწვდიდნენ მომხმარებელს ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციას.

თუმცა, დღევანდელ სარეკლამო ბაზარზე ბუნებრივი რეკლამა ერთ-ერთი დომინანტია. „ბიზნესის ინსაიდერის“ კვლევითი სერსვისის BI Intelligence-ის კვლევის თანახმად, ბუნებრივი რეკლამა საუკეთესო საშუალებაა მოხმარებლამდე თქვენი რეკლამის სწორად მიტანისთვის; ბუნებრივ რეკლამას უფრო მეტი ნახვა აქვს, ვიდრე ტრადიციულ, არაბუნებრივ რეკლამას.

BI Intelligence-ის მონაცემებით, 2016 წელს ბუნებრივ რეკლამაზე დანახარჯები 16,8 მილიარდი დოლარი იქნება, არაბუნებრივ რეკლამაზე კი 13,2 მილიარდი. ამავე კვლევის მიხედვით, 2017 წელს ბუნებრივ რეკლამაზე დანახარჯები 20,9 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, არაბუნებრივზე - 13,3 მილიარდ დოლარამდე, 2018 წელს ბუნებრივ რეკლამაზე - 25,2 მილიარდ დოლარამდე, არაბუნებრივზე - 13,6 მილიარდ დოლარამდე, 2019 წელს ბუნებრივ რეკლამაზე - 28,9 მილიარად დოლარამდე, არაბუნებრივზე - 13,6 მილიარად დოლარამდე.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორები 2020 წლისთვის არაბუნებრივ რეკლამაზე დანახარჯების შემცირებას ვარაუდობენ. BI Intelligence-ის პროგნოზით, 2020 წელს არაბუნებრივ რეკლამაზე დანახარჯები 13,0 მილიარდამდე შემცირდება, 2021 წელს კი 12,8 მილიარდამდე. ამის საპირისპიროდ გაიზრდება დანახარჯები ბუნებრივ რეკლამაზე - 2020 წელს ეს მაჩვენებელი 33,5 მილიარად დოლარს მიაღწევს, 2021 წელს კი 36,3 მილიარად დოლარს.