საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯეონეთმა“ ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო მომსახურების მისაწოდებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.
როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, ნუმერაციის რესურსი 1000 სააბონენტო ნომრის ინდექსზე - 706 770 XXX, რომლის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.
გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.