რომელ ქალაქებში მუშაობენ ყველაზე ნაკლებს

შეიცარიულმა ბანკმა UBS მსოფლიოს უდიდესი ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე ნაკლებს მუშაობენ.

რეიტინგის თანახმად, პირველ ადგილზეა პარიზი, სადაც კვირის განმავლობაში საშუალოდ 30 საათს მუშაობენ. ყველაზე მეტს კი ჰონგ-კონგში მუშაობენ - კვირის განმავლობაში 50 საათს.

ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" ცნობით, ზოგადად ყველაზე ნაკლებ დროს სამსახურში საფრანგეთში ატარებენ. UBS-ის რეიტინგის მიხედვით, მეორე ადგილზე კიდევ ერთი ფრანგული ქალაქი ლიონი აღმოჩნდა, სადაც პარიზზე ოდნავ მეტს, 31 საათსა და 22 წუთს მუშაობენ. ამავე ჩამონათვალში მესამე ადგილზეა მოსკოვი - საშუალოდ 31,66 საათი კვირაში, მეოთხეზე ჰელსინკი - 31,91 საათით, ხუთეულს ასრულებს ვენა, სადაც საშუალოდ კვირაში 32,27 საათს მუშაობენ.

UBS-ის რეიტინგში სულ 71 ქალაქი მოხვდა, რომელთაგან 18 ევროკავშირის წევრია.

რაც შეეხება სადღესასწაულო არდადეგებს, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტს არა პარიზელები, არამედ ბაჰრეინის დედაქალაქ მანამას მცხოვრებნი ისვენებენ. მანამელების სამუშაო წელიწადში 34 სადღესასწაულო დასვენების დღეს მოიცავს, მეორე ადგილზე რომია - 32 დღით, მესამეზე ლუქსემბურგი - ასევე 32 დღით, მეოთხეზე დუბლინია 31-ით, ხოლო ხუთეულს ასრულებს მოსკოვი - ასევე 31 დღით.

რეიტინგის თანახმად, დღესასწაულებთან დაკავშირებით, ყველაზე ნაკლები დასვენების დღე შანხაიში აქვთ - მხოლოდ 7 დღე.

კოკა კვირკველია