მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ჩანთა "კრისტის" აუქციონზე გაიყიდა

ჰონგ კონგში გამართულ „კრისტის“ აუქციონზე გაყიდულმა Hermes-ის "ბირკინის" ჩანთამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ფრანგული მოდის სახლის ჩანთა 300 ათას დოლარზე მეტად გაიყიდა. „ბირკინის“ ჩანთა ჰიმალაის ნიანგის ღია ფერის ტყავისგან არის დამზადებული და ბრილიანტებით არის მოოჭვილი.

უნიკალური ჩანთა უცნობმა აზიელმა კოლექციონერმა შეიძინა. ჩანთის საწყისი ფასი 194 ათასი დოლარი იყო.

როგორც „კრიტის“ აუქციონის სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ხელოვნების ეს უნიკალური ნიმუში 2008 წელს შეიქმნა.

ასევე იხილეთ