ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ავტომატური სადგური დამონტაჟდა

ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ავტომატური სადგური დამონტაჟდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტომატური სადგური დამაბინძურებელ ნივთიერებებს, ნახშირჟანგის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების კონცენტრაციებს უწყვეტ რეჟიმში გაზომავს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ავტომატური სადგურის საშუალებით ქალაქ ბათუმში ჰაერში მტვრის სხვადასხვა დიამეტრის მქონე ნაწილაკების კონცენტრაციებიც განისაზღვრება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, სპეციალისტებთან ერთად ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.