რამდენად ეფექტური და გამჭვირვალეა სახელმწიფო საწარმოები საქართველოში

თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ საწარმოებში არსებული გამჭვირვალობისა და ანგარიშგების დაბალი სტანდარტები კორუფციული გარიგებების ალბათობას ზრდის - ასეთია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ თვითმმართველი ქალაქების საკუთრებაში არსებულ საწარმოებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგი. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 94 სამეწარმეო იურიდიული პირიდან უმრავლესობას არ გააჩნია ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის და კორუფციის პრევენციის დოკუმენტები. საიამ კვლევის შედეგები სახელმწიფო საწარმოების თემაზე გამართულ კონფერენციაზე წარადგინა. როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, ეფექტიანობასთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიებშიც.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე