ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სოციალურად დაუცველი უსახლკარო ჯგუფები ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ.

უფრო კონკრეტულად, უწყებასთან იმყოფებიან ყოფილი კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში მცხოვრები პირები. აღნიშნული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეკონომიკის სამინისტროს შენობაში საკომუნიკაციო ქსელის გაკეთების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

ამასთან, მათივე მტკიცებით, ამ დრომდე ვერ მიიღეს უფლება, რომ ფართები დაიკანონონ.

აქციაზე ასევე იმყოფებიან ის პირები, რომლებსაც სოციალური დახმარება მოეხსნათ.

ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მივიდნენ. ისინი აქციის მონაწილეებთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.