ზუგდიდში აეროპორტის მშენებლობა იგეგმება

ზუგდიდში აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ცნობით, უწყება დაინტერესებულია, ქალაქ ზუგდიდში, მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განხორციელდეს აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები 21 ივნისამდე უნდა წარადგინონ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე