საქართველო ტუვალუსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს მართავს

საქართველო ტუვალუსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს მართავს. საქართველოს მთავრობის 19 მაისის განკარგულება „საქართველოს მთავრობასა და ტუვალუს შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე“ მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ტუვალუსთან მოლაპარაკებები გაიმართება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღებისგან გათავისუფლების თაობაზეც.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 1-ლი აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთში ე.წ. რესპუბლიკაში გასვლისა და შესვლის შესახებ ახალი „კანონი“ ამოქმედდა, რომლის თანახმადაც იმ სამ ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებს აფხაზეთში უვიზოდ მოგზურობა შეუძლიათ, ერთ-ერთი სწორედ ტუვალუა. უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, ასევე, რუსეთი, ნიკარაგუა და ორი არაღიარებული რესპუბლიკა: დნესტრისპირეთი და სამხრეთ ოსეთი.

ტუვალუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2011 წელს აღიარა, თუმცა 2014 წელს აღიარება უკან წაიღო და საქართველოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი გააფორმა.