შვეიცარიაში მსოფლიოს ყველაზე გრძელი და ღრმა გვირაბი გაიხსნა

თითქმის 20-წლიანი მშენებლობის შემდეგ, შვეიცარიაში მსოფლიოს ყველაზე გრძელი და ღრმა გვირაბი გაიხსნება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გოტარდის სარკინიგზო გვირაბის სიგრძე 57 კმ-ია და ერთმანეთთან სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპას დააკავშირებს.

შვეიცარიის ხელისუფლების განცხადებით, გვირაბით დღე-ღამეში 260 სატვირთო მატარებელი შეძლებს გავლას, წელიწადში კი ახალი მაგისტრალი 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება. გვირაბის მეშვეობით ციურიხიდან მიუნხენამდე მგზავრობის ხანგრძლივობა 2.50 საათამდე შემცირდება.

„ბიბისის“ ცნობით, პროექტის განხორციელება 12 მილიარდი დოლარი დაჯდა.

აქამდე მსოფლიოს ყველაზე გრძელ გვირაბად - 53,9 კმ. სიგრძის იაპონიის სეიკანის გვირაბი ითვლებოდა.