ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია დასრულდა

ეკონომიკის სამინისტროსთან ყოფილი კარდიოლოგიის ინსტიტუტში მცხოვრებლების საპროტესტო აქცია დასრულდა.

როგორც ჟურნლისტებს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი მოთხოვნაა კორპუსში ელექტროენერგიისა და საკომუნიკაციო სისტემების გაყვანა და ფართების დაკანონებაზე უფლების მიცემა.

მათივე ინფორმაციით, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, დღეს მათ მიმართ სამინისტრომ გამოიჩინა უყურადღებობა და ამიტომ, ორშაბათიდან საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

დღევანდელ აქციაზე ის პირებიც იმყოფებოდნენ, ვისაც სოციალური დახმარებები მოეხსნათ.