ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს გერმანია სასაზღვრო კონტროლს გაამკაცრებს

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს გერმანია სასაზღვრო კონტროლს გაამკაცრებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

დაგეგმილია უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება საფრანგეთთან, ბელგიასთან, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებთან საზღვარზე.

გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოები გერმანიის სასაზღვრო რეგიონებში მდებარე მთავარ ავტომაგისტრალებზე სატრანსპორტო საშუალებებსა და მძღოლებს შეამოწმებენ.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ საფრანგეთში „ძალადობისკენ მიდრეკილი“ გულშემატკივრების ჩასვლა აღკვეთონ.

გერმანიის ძალოვანი უწყებები ასევე იმედოვნებენ, რომ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება ჩემპიონატის დროს შესაძლო ტერაქტების პრევენციაში დაეხმარებათ.