ლარი გამყარებას განაგრძობს

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1418 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1418 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1455 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.3898 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.3929 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.