5 თვეში საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.3%-ით გადააჭარბა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 თვეში საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.3%-ით გადააჭარბა.

უწყების ინფორმაციით, 2016 წლის 5 თვეში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 3 408,9 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 39,3%-ს შეადგენს და 261,6 მლნ ლარით (8,3%-ით) აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ 3 834,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 37,8%-ია და 247,4 მლნ ლარით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.