საფრანგეთში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე, მასშტაბური გაფიცვა გრძელდება

საფრანგეთში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე, მასშტაბური გაფიცვა გრძელდება. როგორც „ბიბისი“ წერს, ამჯერად აქციას პარიზის მეტროპოლიტენის თანამშრომლები შეუერთდნენ.

როგორც მოსალოდნელია, უახლოეს ხანში გაფიცვას საფრანგეთის პორტების თანამშრომლებიც გამოაცხადებენ. პარასკევს კი მათ შეუერთდებიან ავიადისპეტჩერებიც.

საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვა შრომითი კანონმდებლობის რეფორმირების გასაპროტესტებლად მიმდინარეობს.

პროფკავშირები იმ ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან, რომლის თანახმად, დამსაქმებლისთვის გამარტივდება თანამშრომლების დათხოვნა და მათთვის ხელფასების შემცირება.

ბოლო 3 თვის განმავლობაში საფრანგეთში გაფიცვა მერვედ ტარდება.