მზადდება თუ არა LAND ROVER-ის მინის ამწევი მექანიზმი საქართველოში

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ LAND ROVER-ის საიტიდან გამოწერილ მინის ამწევ მექანიზმზე მითითებულია წარწერა „დამზადებულია საქართველოში“.

მომხმარებელმა მეტი დამაჯერებლობისთვის ფოტოებიც გაავრცელა.

,,ბიზნესპრესნიუსი” საკითხთან დაკავშირებით საქართველოში LAND ROVER-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას დაუკავშირდა. როგორც LAND ROVER-ის ადგილობრივ წარმომადგენლობაში გვითხრეს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გავრცელებული ფოტომასალა ყალბია.

,,წლებია, საზღვარგარეთიდან ვახდენთ LAND ROVER-ის ნებისმიერი ნაწილის დისტრიბუციას და ასეთი რამ საქართველოში რომ მზადდებოდეს, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი იქნებოდა. ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ საქმე გვაქვს არასწორად გავრცელებულ ინფორმაციასთან და ფოტოშოპთან”, - აღნიშნა LAND ROVER-ის წარმომადგენელმა.

ქრისტინე გამთენაძე