თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო  Four Season Hotel Georgia აშენდება (+ ფოტო)

თბილისში, რუსთაველის 12 ნომერში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, Four Season Hotel Georgia აშენდება.

ინფორმაცია ამის თაობაზე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვრცელდება.

Four Seasons Hotels and Resorts არის მსოფლიო ბრენდი, რომლის სასტუმროები ამერიკაში, იტალიაში, ინგლისში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებშია წარმოდგენილი.

"ფეისბუქში" გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Four Season Georgia-ს მშენებლობაში ჩაიდება 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია. მშენებლობის დროს დასაქმდება 300 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ მუდმივად დასაქმდება 150 ადამიანი.

5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას იაპონური კომპანია Shin Takamatsu Architect & Associates Co განახორციელებს.

bpn

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე