"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ბაზაზე ემერჯენსის განახლებული განყოფილება გაიხსნა

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ბაზაზე ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი გაიხსნა. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, განყოფილება სრულად განახლდა, გაიზარდა და დაკომპლექტდა წამყვანი სპეციალისტებით. აღნიშნულ დეპარტამენტს ქვეყნის მაშტაბით 60-მდე კრიტიკული პაციენტის მიღება და მართვა შეუძლია. მიმღები და გადაუდებელი განყოფილების ექიმთა გუნდი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერატიულ და მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკას ერთ სივრცეში. სამედიცინო პერსონალს სასწავლო და გადამზადების კურსი ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში აქვს გავლილი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობა თანამედროვე აპარატურის გამოყენებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებას. ავტორები: ალეკო გვეტაძე; ბესო ზარიძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე