უცნაური აკრძალვები ინგლისში, რის გამოც მოქალაქეებს აჯარიმებენ

ერთი შეხედვით უცნაური ჯარიმები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. გამონაკლისი არც ინგლისია, სადაც ზოგიერთ საგრაფოს თავისი უცნაური კანონები აქვს.

ასწლეულების განმავლობაში ქალები, რომლებიც ქალაქ ტეტფორდის მერიაში ოფიციალურ მიღებაზ იმყოფებოდნენ, ვალდებული იყვნენ მერისგან აეღოთ ნებართვა, მოეხადათ თუ არა ქუდი. ეს კანონი მხოლოდ შარშან გაუქმდა, როდესაც ქალაქის მერი ქალი გახდა.

54 წლის წინ ლონდონის პოლიციის მიერ მიღებული ბრძანების თანახმად, ქალაქის ტროტუარზე გავლისას ხელში დაფის ჭერა აკრძალულია, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევების, როდესაც დაფებს მანქანაში დებთ. აკრძალვა აგრეთვე ეხება კასრების, ბორბლების, კიბეების, ტრანსფარანტებისა და სხვა მსგავსი ნივთების გადატანას.

აკრძალულია საცვლების ქუჩაში გამოფენა - ბევერლიში მცხოვრებ ადამიანებს მოუწიათ ხელშეკრულების დადება, რომლის თანახმადაც ქუჩის მხარეს საცვლების გაფენა ეკრძლებათ. აკრძალვის ავტორთა თქმით, ამ წესის დაცვა საჭიროა იმისათვის, რომ გამვლელების ყურადღება ქალაქის არქიტექტურით ტკბობის ნაცვლად, მოფრიალე საცვლებმა არ მიიპყროს.

გასულ წელს 160 ფუნტით დაჯარიმდა ნოთინგემშირის საფრაფოში მცხოვრები ფრენკ ბლეიდსი, რომელმაც მეუღლის დაკრძალვიდან 20 წუთის განმავლობაში საფლავი არ დატოვა.

ჯარიმა პოლიციაში ასე განმარტეს - ბლეიკის საფლავზე შეფერხების გამო, სასაფლაოს თანამშრომლებსაც მოუწიათ დამატებითი დროით მუშაობა.

2004 წელს ინგლისში მიღბული კანონი იტყობინება: ”ინგლისში პოლონური კარტოფილის შემოტანა უკანონობაა”. კანონი მას შემდეგ შემოიღეს, რაც პოლონეთში კარტოფილის ბაქტერიოზის ნიშნები გაჩნდა.

2011 წლის დასაწყისში ქალაქ კარლაილში, კამბრიას საგრაფოში ადმინისტრაციული ცენტრის თანამშრომლებს აეკრძალათ სამსახურში არასამუშო თემებზე საუბარი. თანამშრომლები, ვისაც ახალშობილებზე, შვებულებაზე ან ამინდზე საუბარი მოუნდება, ვალდებული არიან, ეს დრო სამსახურიდან გასვლის დროდ გააფორმონ, რათა დამსაქმებელმა ლაპარაკში დახარჯულ დროში ფული არ გადაიხადოს.